ფუტკრის ცვილი

ფუტკრის პროდუქცია

ფუტკრის ცვილს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება გააჩნია. მისი შემადგენლობით მალამოები, პლასტირები და სამკურნალო სანთლები მზადდება. იმისათვის, რომ ფუტკრებმა 1 კგ ცვილი დაამზადონ, მათ 4 კგ თაფლი უნდა შეჭამონ.
ცვილს თავისი თვისებების შენარჩუნება ასწლეულების განმავლობაში შეუძლია. ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ ეგვიპტურ პირამიდებში აღმოჩენილ ცვილის ნაჭრებს, მისთვის დამახასიათებელი ყველა ფიზიკური და ქიმიური თვისება ჰქონდა შენარჩუნებული.
უძველეს დროში, ფუტკრის ცვილს ვალუტის როლი ჰქონდა, ანუ ერთგვარი სავაჭრო ერთეული იყო: თაფლს – თხევად ოქროს, ხოლო ცვილს – ოქროს ზოდს უწოდებდნენ. თავდაპირველად ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ რომ, ფუტკრები ცვილს ყვავილებიდან ისევე აგროვებდნენ, როგორც ყვავილის მტვერს. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ფუტკარი ცვილს თვითონ გამოიმუშავებს. თითოეული ფუტკარი პატარა ბიოქიმიური ლაბორატორიაა, რომელსაც შეუძლია თვითონ აწარმოოს ცვილი, თაფლი, პროპოლისი, სადედე რძე, შხამი. თვითონ ცვილის წარმოება ფუტკრისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან თუ არ ექნებათ ცვილის ფიჭა, დედა ფუტკარი ვერ დადებს კვერცხს, შედეგად ფუტკარი ვერ გამრავლდება. ამის გარდა, ნექტარი თაფლად, ხოლო ყვავილის მტვერი ჭეოდ ცვილის ფიჭებში გარდაიქმნება. ფიჭები შეგვიძლია ათი ათას ბინიან ცათამბჯენებს შევადაროთ. ერთი ფუტკრის ოჯახი, სეზონის განმავლობაში ისეთი ზომის ცათამბჯენებს აშენებს, სადაც ცხოვრება 30 ათას ფუტკარს შეუძლია.
ფუტკარს ევოლუციის განმავლობაში ბუნებრივი გადარჩევა არ განუცდია, რაც მის სრულყოფილებაზე მიუთითებს და ამ სრულყოფილებაში მნიშვნელოვანი როლი ფიჭის წარმოებამ ითამაშა.
ფუტკრის პროდუქციის შესანახად ცვილის ფიჭა იდეალური ჭურჭელია. მიუხედავად იმისა, რომ სკაში მაღალი ტენიანობაა, ცვილის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით, თაფლი მომწიფებამდე არ დუღს, ხოლო ყვავილის მტვერი არ ობდება. ფუტკრის პროდუქციის ყველა სასარგებლო თვისების შესანახად ცვილი ყველაზე საიმედო შეფუთვაა. 

 
We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies